"სიბრძნე და ბედისწერა" მ.მეტერლინკი

 მინდა გესაუბროთ წიგნის შესახებ, რომელიც საჭირო დროს შემთხვევითობის ძალით აღმოჩნდა ჩემს ხელთ და ძალიან დამეხმარა ცოტათი მაინც მომეხელთებინა  „მეცნიერება“ სახელად  ბედისწერა.  ბევრისთვის მსგავსი საკითხები ყურითმოთრეული და თავისატკიებელია, რაც ვერბალურად  აზრთა გაცვლის ბედნირებას მოგაკლებს ადამიანს - რომელშიაც ძალიან ხშირად იბადება გარკვეულობა, ასეთ მდგომარეობაში კი ისღა დაგრჩენია შენს ჯურღმულს მიუბრუნდე - მრავალჯერ და კიდევ ერთხელ დარწმუნებული იმაში, რომ გზა მარტომ უნდა იკვლიო. ჰოდა ასეთი თავატკიებული ვიყავი, ჩემი არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე (შემოტევები ახლაც მაწუხებს) და შველა და დახმარება წიგნის სახით მივიღე და უკეთეს შევლას ალბათ ვერც ვინატრებდი. 
  ეს იყო მორის მტერლინკის - „სიბრძნე და ბედისწერა“ რომელიც  სადგურის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში პირდაპირ თაროდან შემომციცინებდა თავისი უძიროდ საინტერესო სათაურით, ხოლო როდესაც გამოვერკვიე  და ავტორსაც ახვედე, მიხვდვდი რომ ჩემი საბანკო ბარათით საგანძურს ვყიდულობდი. 
  მატარებლით მგზავრობა ჩემთვის ისეთივე სიამოვნებასთან არის დაკავშირებული როგორც ზოგისთვის მედიტაცია, მაშასადამე მგზავრობა კარგი წიგნით უკვე ნირვანას ტოლფასია. სულ დამავიწყდა რომ დასასვენებლად ბათუმში მივდიოდი. მეგონა ბედისწერის შემსწავლელ ექპედიციაში ჩართულს გათხრები უნდა მეწარმოებინა მის ნასახლარზე და ადგილებზე სადაც მას ფეხი დაუდგამს. 
 - პირველი გვერდი, წანამძღვრი -„ უნდა ვეძებოთ ყავავილი , მდუმარებაში რომ გაიშლება ქარიშხლების შემდეგ, არა მანამდე.“ - ინდური სიბრძნე.
  თუკი ოდესმე მომიხდენია რეფლექსია ბედისწერაზე მხოლოდ შიშითა და გულგრილობით, რათა რაიმე ისეთი დასკვნა არ გემკეთებინა რაც თავზეხელსამაღებინებდ, თუმცა მას ვცდიდი და მის საზღრებსა და მასშტაბებს როგორც მდევარი ჩუმად ვსწავლობდი, ამ ინტერესით ჩავაბარე ფილოსოფიურზე, მაგარმ თურმე არცერთი მოძღვრება ამ საკითხზე გადაჭრით პასუხს არ იძლევა, რამაც ჩემში არასტაბილურობის განცდა გამოიწვია და შემაშფოთა, იქნე ბედისწერა რაიმე ცუდს მიქადის?!  როგორ გავაკონტოროლო ის, როგორ დავიზღვიო თავი? მშიშარა ვარ ვიცი, მაგარმ ამ შიშმა  ინტერესი გამიღვივა, მაინტერესებსდა არა მხოლოდ პიროვნული თავისუფლების და თავისუფალი ნების თვალსაზრისებით არამედ მასში ფატალობის ასპექტით, რადგან ბედისწერა რა არის ადამინთათვის, თუ არა ის რაც ვერ მოუხელთებიათ და რაც მათი ნების საპირისპიროდ ან ნების უკმარისობით ფუნქციონირებს და როგორც წესი მათდა სავალალოდ. 
  მეტერლინკი ამბობს - ბედისწერა მხოლოდ მას ვერ აკლებს ვერაფერს ვისაც  მისთვის ბრძანებების მიცემა შუძლიაო და მოულოდნელი შველა და სიხარული ჩვენს გულებში არასოდებს მოვა თუ ჩვენში მის სახელზე აგებული საკურთხეველი არ ეგულებაო და კიდევ იმასაც ამბობს რომ ჩვენ სწორად იმად ვყალიბდებით რასაც თავსდატეხილ ბედნიერებებსა და უბედურებებში ვპოულობთო.   ერთი სიტყვით მთელი შრომა მიძღვნილია იმაზე თუ როგირ ვიპოვოთ ბედნიერების მყარი წერტილი სიბრძნეში და პირიქით, ანუ როგორ დავრჩეთ გონიერნი ბედნირების ჟამს არა საზრიანობის დაკრგვის შიშით არამედ სრულყოფილების მიზნით, რომ ადამიანებში სიკეთის საზღაურის დაგვიანება ხშირად უსამრთლობის განცდას იწვევეს, რადაგან ბოროტებას მყისიერი და მასობრივი შედეგი მოჰყვება ხოლმე. სიკეთის მონაგარი  კი ნაზი, გულში გამხელილი სიბრძნეა, რომელიც ზრდის ჩვენში სიყვარულს ადამიანების მიმართ, ამრიგად ადამიანებმა ძალაინ კარგად იციან რატომ სჩადიან ბოროტებას მაგარამ ნაკლებად უწყიან რატომ აკეთებენ სიკეთეს და მით უფრო ნაკლებად უწყიან რაც უფრო სპეტაკი და უანგაროა ის.
   ყველა ქარიშხალი რომელსაც ისევ ჩვენი არჩვანით გავდივართ, თვითშეცნობისა და ადამინის შეყვარებისკენ არის მიმართული, რადგან უნაყოფოა უქარიშხლოდ და უავდროდ გაზრდილი ხორბალი  რომლის თავთავიც  ცარიელია ან ბჟირი და მალე ჩამოცვივდება ,  რადგან გაფესვიანებისას , ნაყოფს ის ღერო გამოიზრდის რომელის ფესვებიც  ავდრის დროს მიწას უკეთ მოეჭიდება.
  ჩვენი ბედისწერაა ალბათ ის თუ სად დავიბადეთ, როგორ და როგორი დავიბადეთ, ვისი შვილები ვართ და რა ტალანტი გვერგო წილად. ეს ყველაფერი თითქოს მელოდიაა ან სიმფონია რომელშიც, როგორ აჟღერდები  შენ უწყი, შენივე დიაპაზონი - იგალობებ თუ იცეკვებ, დამატებითი საკრავი იქნები თუ დირიჟორი, მსმენელი თუ  დამკვირვებელი, იქნებ რაღაც სრულიად ახალი იყო.  მელოდიას ვერ შეცვლი -მოცემულია, მაგარმ გაამშვენებ იმგვარად ,რომ გარდასახავ მას  და გარდაისახები შენც. 
ეს პროცესი გულს აფაქიზებს და გონებას ზრდის. 
  გონების ყოველი მონაპოვარი კი გულის ფილტრში უნდა გავატაროთ და ჩვენს მსგავს ბედნიერ თუ უბედურ სულებს ვუწილადოთ ამ გზაზე. მართლაც არ რჩება პასუხგაუცემელი შკითხვები და ამ სამყაროს ერთადერთი უცველელი კანონი, ისევ - ცვალებადოობა, რომელიც ყოველთვის უკეთესობას გვიქადის ოღონდ არა ყოველთვის ჩვენეულს.
 მთავარია მანამდე არ ჩავქრეთ, მანამდე არ დავიღალოთ  და ყოველთვის გვწამდეს ჩვენი ნების სიძლიერის და არა მისი საპირისპირო დასტურების, რომელსაც ეს სამყარო უხვად იძლევა, გვაბნევს და ბურუსში გვხვევს და ერთადერთ ჭეშმარიტებად მართალაც წარმავალ, საშუალო რეალობას სახავს.  
 ბოლოს მეტერლინკის სიტყვებით დავასრულებ: „გულდასმით ჩავუკვირდეთ: ადამინთა უმეტესობისათვის წარმოსადგენია ერთადერთი რეალური ბედისწერა,-ის რომელიც იტყოდა: „დღეიდან დაწყებული, შენი სული ვეღარ მომარაგდება და ვეღარ გაიზრდება“. მაგრამ არსებობს კი ბედნისწერა, რომელსაც ჩვენთან ასეთი ლაპარაკის უფლება აქვს?“

Comments