Posts

"სიბრძნე და ბედისწერა" მ.მეტერლინკი

Image
  მინდა გესაუბროთ წიგნის შესახებ, რომელიც საჭირო დროს შემთხვევითობის ძალით აღმოჩნდა ჩემს ხელთ და ძალიან დამეხმარა ცოტათი მაინც მომეხელთებინა  „მეცნიერება“ სახელად  ბედისწერა.  ბევრისთვის მსგავსი საკითხები ყურითმოთრეული და თავისატკიებელია, რაც ვერბალურად  აზრთა გაცვლის ბედნირებას მოგაკლებს ადამიანს - რომელშიაც ძალიან ხშირად იბადება გარკვეულობა, ასეთ მდგომარეობაში კი ისღა დაგრჩენია შენს ჯურღმულს მიუბრუნდე - მრავალჯერ და კიდევ ერთხელ დარწმუნებული იმაში, რომ გზა მარტომ უნდა იკვლიო. ჰოდა ასეთი თავატკიებული ვიყავი, ჩემი არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე (შემოტევები ახლაც მაწუხებს) და შველა და დახმარება წიგნის სახით მივიღე და უკეთეს შევლას ალბათ ვერც ვინატრებდი.    ეს იყო მორის მტერლინკის - „სიბრძნე და ბედისწერა“ რომელიც  სადგურის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში პირდაპირ თაროდან შემომციცინებდა თავისი უძიროდ საინტერესო სათაურით, ხოლო როდესაც გამოვერკვიე  და ავტორსაც ახვედე, მიხვდვდი რომ ჩემი საბანკო ბარათით საგანძურს ვყიდულობდი.    მატარებლით მგზავრობა ჩემთვის ისეთივე სიამოვნებასთან არ